გლდანის N8 საპყრობილეში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის გამო ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სახალხო კრების ერთ- ერთი ლიდერი, ფილოსოფიის დოქტორი ირაკლი ბათიაშვილი იმყოფება.
მისი განცხადებით, ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების დაწესებულები საკონცენტრაციო ბანაკად აქცია. ბათიაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ასეთი სისტემა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დანერგა.
„მე როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი კომპეტენტური ვარ ამ საკითხებში. თანადგომას ვუცხადებთ იმ პატიმრებს, რომლებიც ასეთ დღეში არიან. აუცილებელია ქართველმა ხალხმა გამოხატოს პროტესტი იმისათვის, რომ ეს მანკიერება ერთხელდასამუდამოდ დასრულდეს“, - განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში საზოგადოების შემოტრიალება ხდება, ისინიც კი, ვისაც გარკვეული სიმპათიები ჰქონდათ ამ რეჟიმის მიმართ, ამ ფაქტების ხილვის შემდეგ, ანტიპატიით განეწყნენ.