უფლებაადამცველმა დაჩია ცაგურიამ ფილარმონიასთან გამართულ აქციაზე მოქალაქეებს მოსვლისაკენ მოუწოდა.
ცაგურიას განცხადებით, ამჟამად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები შეკრებილნი არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში. მათ შეიმუშავეს განცხადების ერთობლივი ტექსტი და რამდენიმე წუთში ფილარმონიასთან გამართულ აქციას შეუერთდებიან.
ცაგურიას განცხადებით, დღეს ფილარმონიასთან ათობით ათასი ადამიანი მოვა და მთელი დღის განმავლობაში გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროტესტს გამოხატავენ.
„უფლებადამცველების და არაასამთავრობო ორგანიზაციების შემოერთების შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯი და როგორ ვიმოქმედებთ. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ახალაია და კალმახელიძე არ დასიჯება და სანამ არ დაიწყება გამოძიება დამნაშავე პირების მიმართ. ახალაია უნდა დაისაჯოს. ის არის ავტორი იმ ძალადობისა, რომელიც ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა ცაგურიამ.