ბიძინა ივანიშვილი თამაზ თამაზაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ხელისუფლების მორიგ ავანტიურად აფასებს
დედაენის ბაღში გამართული აქციის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თამაზ თამაზაშვილის შესახებ გავრცელებულ ბრალდებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, თამაზ თამაზაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლება ამჯერად მისთვის ახალ ავანტიურას აწყობს. „მე ხვალ ფეხზე დავაყენებ მთელ მსოფლიო საზოგადოებას, რათა არაფერი ავნონ ამ ადამიანს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.