„საერთაშორისო გამჭვირვალობა“  „მეცხრე ახრის“ და „მაესტროს“ ეთერით გასულ მასალებზე ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „მეცხრე ახრის“ და „მაესტროს“ ეთერით გასულ მასალებზე ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს

ტელეკომპანიების „მეცხრე არხის“ და „მაესტროს“ ეთერში გასული, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“  ხელისუფლებისგან მომხდარზე ადეკვატურ რეაგირება მოითხოვა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ ორ განცხადებაშია საუბარი:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეშფოთებას გამოთქვამს 2012 წლის 18 სექტემბერს ინტერნეტით გავრცელებული პატიმრების წამების ამსახველ ვიდეო მასალაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით.

გავრცელებული კადრების საფუძველზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას, მათ შორის:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441–1443-ე მუხლები;

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი;

ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი;

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი;

1984 წლის 10 დეკემბრის გაეროს კონვენცია „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ (CAT).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოითხოვს სრულყოფილად იქნას გამოძიებული ვიდეო მასალაში აღნიშნული ფაქტები და კანონის სრული სიმკაცრით დადგეს ყველა სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობა.

მეორე განცხადებაში კი, საუბარია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გმობს და უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს ამ შოკის მომგვრელი ფაქტების მიმართ და მოითხოვს დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან.