მამუკა არეშიძე სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობას შეხვდა

მამუკა არეშიძე სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობას შეხვდა

პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა არეშიძემ სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათ პრობლემებს გაეცნო.

სოფელი ლემშვენიერა სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკო-მიგრანტებითაა დასახლებული. სოფელში არ ფუნქციონირებს ბაგა-ბაღი, სკოლა, ამბულატორია, აფთიაქი და მაღაზია. სოფელ ლემშვენიერას  მოსახლეობის 90% უმუშევარია. ძალიან აქტუალურია სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ სოფელს რამდენიმე თვის წინ გადაუკეტა. საინტერესოა, რომ სოფლის გვერდით მიწები ბურებს აქვთ ნაყიდი და მათ წყალი შეუფერხებლად მიეწოდებათ.

„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში ყველა პრობლემა მოგვარებადია. სიმბოლურია, რომ 1 ოქტომბერი 2012 წლის 41-ე კვირაა - განუცხადა პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული  ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა არეშიძემ სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობას.