ემიგრანტების მიერ ორგანიზებულ აქციას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. მან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა.
"მოხდა ემიგრანტების მობილიზება, რაც სულ მალე შესაბამის შედეგს გამოიღებს. საქართველოს უღირსი ხელისუფლება ჰყავს და სულ მალე დადგება მომენტი, როცა ქვეყანაში ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ ავისრულებთ ოცნებას და დავიბრუნებთ ღირსებას. ემიგრანტები მალე დაბრუნდებიან საქართველოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ემიგრანტები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ და იმ ათასობით უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ხელმოწერა ჩამოიტანეს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ და აღნიშნული ფაქტის გამო საქართველოს საკონსულოებს უნდობლობას უცხადებენ.