„დედაენის“ პარკში მიმდინარე ემიგრანტთა აქციას ბიძინა ივანიშვილი შეუერთდა

„დედაენის“ პარკში მიმდინარე ემიგრანტთა აქციას ბიძინა ივანიშვილი შეუერთდა

"დედა ენის“ პარკში საქართველოში ჩამოსულ ქართველ ემიგრანტთა აქცია მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჯემალ სეფიაშვილის ახალი სიმღერით - „ჩვენ დავბრუნდებით“ გაიხსნა.

 აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვა. 

„ემიგრანტებს აქვთ ერთადერთი ოცნება, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ საქართველოში. ერთადერთი ძალა, რომლის იმედიც შეიძლება ემიგრანტებს ჰქონდეთ, კოალიცია „ქართული ოცნებაა“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა მამუკა ლიპარტელიანმა და აღნიშნა, რომ 1 ოქტომბერი ქართველი ემიგრანტების დაბრუნების პირველი ეტაპი იქნება.

აქციას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შეუერთდა. აქციაზე 300-ზე მეტი ადამიანია ადამიანია შეკრებილი.

მსოფლიოს 11 ქვეყნიდან 800-მდე ქართველი ემიგრანტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მათ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ იმ ათი ათასობით თანამემამულის სია გადასცეს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და არჩევნებისთვის რეგისტრაცია ვერ შეძლეს.