ამერიკულ ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტს“ საქართველოში 1 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებაზე უარი უთხრეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ.
კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, ცესკო-ს აღნიშნული გადაწყვეტილებით, დემოკრატიის ფონზე მოულოდნელი ვითარება შეიქმნა.
პრესკონფერენცია „ინტერპრესნიუსის“ საკონფერენციო დარბაზში 13:00 საათზე დაიწყება.
კომიტეტი 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოში გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას აპრილიდან ახორციელებს.