პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა თიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ხალხის განწყობა პირველი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების საფუძველს აძლევს.
„პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ მოვახერხებთ და სამართლიანი გზით შევცვლით ჩვენს მოძალადე ხელისუფლებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერმა ისაუბრა თიანეთზეც და განაცხადა, რომ თიანეთი დღეს ხელისუფლების მიერ უყურადღებოდაა დატოვებული.
„მე მთის ყველა რეგიონი მოვიარე და ასეთი დანგრეული გზა არსად შემხვედრია. აქედანაც ჩანს, რომ თიანეთი მთლიანად გადაგდებული და მიტოვებულია ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ივანიშვილმა.