განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „კერძო სექტორის განვითარების პროგრამებს“ Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი GIZ-ის მხრიდან სამინისტროსადმი შრომის ბაზარზე ორინეტირებული პროფესიული განათლების პოლიტიკის სფეროში დახმარების გაწევის საკითხს ეხება. მემორანდუმით განსაზღვრულია პარტნიორების პასუხისმეგბლობები და ვალდებულებები პროფესიული განათლების ისეთ სფეროებში თანამშრომლობისთვის, როგორიცაა პროფესიული განათლების შესაბამისობა, დაფინანსება, დიალოგი, მონიტორინგი, პროფესიული განათლების იმიჯი და ხარისხის გაუმჯობესება.
„GIZ - გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2009 წლიდან თანამშროლობს და ახორციელებს სამინისტროს მხარდაჭერას პროფესიული განათლების რეფორმირების პროცესში შესაძლებლობების განვითრებისა და რჩევების დახმარებით. დღეს ხელმოწერილი მემორანდუმიც სამინისტროსა და GIZ-ს შორის ჩამოყალიბებული დინამიკური თანამშრომლობის გამყარების შესაძლებლობას იძლევა“, -ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.