საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა წიგნის „მიხეილ კალატოზოვი“ პრეზენტაცია. წიგნი დიდი რეჟისორის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
იდეა წიგნის შექმნის თაობაზე დიდი რეჟისორის შთამომავალს, ასევე მიხეილ კალატოზიშვილს ეკუთვნის, რომელმაც თავის სიცოხლეში წიგნის გამოცემა ვერ მოასწრო. წიგნში დეტალურადაა ასახული მიხეილ კალატოზოვის შემოქმედების გზა, თავმოყრილია ბიოგრაფიული წერილები, კრიტიკოსთა შეფასებები მ.კალატოზოვის ფილმების შესახებ, კულტურის დიდი მოღვაწეების კლოდ ლელუშის, ანდრეი კონჩალოვსკის, თენგიზ ამირეჯიბის და სხვათა წერილები, ასევე დეტალურადაა განხილული თოთოეულ ფილმზე მუშაობის პროცესი. წიგნი ილუსტრირებულია შემოქმედებითი პროცესის ამსახველი ფოტომასალებით და დიდი რეჟისორის შემოიქმედებასა და ცხოვრებას სრულად წარმოაჩენს.
წიგნი „მიხეილ კალატოზოვი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გამოიცა.
ქართველი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. დაიბადა თბილისში. კინოში მოღვაწეობა კინომექანიკოსობით დაიწყო. შემდეგ დაამთავრა ივანე პერესტიანის კინოსამსახიობო სტუდია. მისი პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი „მათი სამეფო". შემდეგ გადაიღო ფილმი „ჯიმ შვანთე" ("მარილი სვანებს"). ეს იყო ნოვატორული პოეტური ნაწარმოები, რომელშიც დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები ერთმანეთშია შერწყმული. 1933 წელს მიხეილ კალატოზიშვილი შევიდა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში. სარეჟისორო მოღვაწეობას დაუბრუნდა 1933 წელს. ამ პერიოდში მისი შექმნილი ფილმებია „მამაცობა", „ვალერი ჩკალოვი". 1951 წელს ნ. ვირტას მოთხრობის "განწირულთა შეთქმულების" მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი სახელმწიფო პრემიით აღინიშნა. ამას მოჰყვა კინოკომედია „ერთგული მეგობრები", რომელშიც ოსტატურადაა შერწყმული სატირისა და გროტესკის ელემენტები.
კინორეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა ფილმმა „მიფრინავენ წეროები", რომელმაც 1958 წელს კანის მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალზე უმაღლესი ჯილდო „ოქროს პალმის რტო" დაიმსახურა. ფილმში სრულყოფილად აისახა ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მეგობრობის თემა. მსოფლიო კინოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ მისი რეჟისურით შექმნილ ფილმში „წითელი კარავი", რომელიც მეორედ აღინიშნა სახელმწიფო პრემიით.