მიხეილ სააკაშვილი შუხუთი-აცანა-ძიმითი-მამათის საავტომობილო გზის 17,5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო და იქ დასაქმებულ ადამიანებსაც გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა საგზაო სამუშაოების შესრულების პროცესში, სიმბოლურად, თავადაც მიიღო მონაწილეობა და გზის დამგები მანქანის საჭეს პირადად მიუჯდა.
პროექტის ფარგლებში დაიგება გზის საფუძველი, გაკეთდება სანიაღვრე არხები, აშენდება ხელოვნური ნაგებობები და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 2013 წლის გასაფხულზე დასრულდება. მშენებლობაზე 100 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.