კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისათვის ემზადება და გაყალბებაში თანამონაწილეობას მხარდამჭერებსაც აიძულებს.
კოალიციის თავმჯდომარის დავით ლილუაშვილის განცხადებით, თბილისის მასშტაბით ხელისუფლება თავის მხარდამჭერებს აიძულებს, საცხოვრებელი ადგილის გარდა, კიდევ 5 სხვადასხვა მისამართზე დათანხმდნენ მიწერას, რათა კენჭისყრის დღეს თითოეულმა დამატებით კიდევ 5 სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მიცეს ხმა.
„მხარდამჭერებს ხმის მიცემის დროს აუცილებელ პირობად უყენებენ, რომ მობილური ტელეფონით განახორციელონ ვიდეო გადაღება, რათა კოორდინატორებს წარუდგინონ მტკიცებულებად, რომ ხუთიანი შემოხაზეს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.