ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თორნიკე გორდაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან. ასევე დაგეგმილია შევედრები ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდთან, ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმასრულებელ დირექტორთან გუნარ ვიგანდთან და ასევე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის, ევროკომისრის შტეფან ფულეს კაბინეტისა და უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის კაბინეტის წევრებთან.
შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიის დინამიკას.