დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ირგვლივ სკანდალები არ წყდება. პრინცი უილიამი და პრინცესა ქეითი ყვითელი პრესის ფურცლებიდან არ ქრებიან. როგორც წინა კვირას გახდა ცნობილი ფრანგულმა ჟურნალმა Closer, ქეითის უხერხული ფოტოები გამოაქვეყნა. ამ ფაქტმა ქეით მილდტონისა და ზოგადად სამეფო კარის გაღიზიანება გამოიწვია. არაშესაფერის ვითარებაში გადაღებული ფოტოები ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა. ფოტოების ნაწილი გდაღებულია სასახლის ტერასაზე, ნაწილი აუზში ბანაობისას სადაც პრინცესას შემთხვევით საცურაო კოსტიუმი გაეხსნა.
როგორც ცნობილი გახდა, სამეფო ოჯახმა გამოცემის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ კიდევ ერთი, ამჯერად იტალიური ჟურნალი აპირებს ქეითის ეს ფოტოები დაბეჭდოს. ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პარალელურად დაიწყო გამოძიება, თუ როგორ მოახერხა პაპარაციმ ამ ფოტოების გადაღება. ჩნდება ეჭვი, რატომ შეიძლებოდა ვერ დაენახათ პრინცესას დაცვის წევრებს პაპარაცი, თუ ის ისე ახლოს იყო, როგორც ფოტოებიდან ჩანს.
ვნახოთ, რით დასრულდება მორიგი სკანდალი სამეფეო ოჯახის კარზე.