თბილისის სკვერებში ყოველ შაბათ-კვირას 15 ოქტომბრამდე სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
მერიის პროექტის ფარგლებში, საცირკო, ანიმატორული, მუსიკალური წარმოდგენები და მონოსპექტაკლები ჩატარდება.
წარმოდგენებზე დასწრება და მუსიკალური ბენდების მოსმენა ნებისმიერ მსურველს 12:00-დან 15:00 საათამდე ვარდების რევოლუციის, არტჰოლის, ჯანსუღ კახიძის, რიყისა და ისნის პარკებში შეეძლებათ.