საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ დღეს ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, ISET–ის კვლევითი ინტიტუტის, ლიბერალური აკადემიისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდება.
პროექტის ფარგლებში, უკვე შედგა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პროგრამების პრეზენტაცია.
„ლეიბორისტული პარტიისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
პროექტი, რომელსაც ოთხი ქართული ორგანიზაცია ერთობლივად ახორციელებს, USAID/აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.