"ქართული ოცნების” წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, თენგიზ გოგელიას წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ზაქარეიშვილი „ნაციონალების“ კოორდინატორს „სამსახურეობრივი რეპუტაციის შელახვაში“ ადანაშაულებს და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად საქალაქო სასამართლოს სთხოვს, გოგელიას 1000 ამერიკული დოლარი დააკისროს. სარჩელის მიზეზი 25 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ზე გასული სიუჟეტი გახდა, სადაც თენგიზ გოგელია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს მექრთამედ მოიხსენიებს და ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს პაატა ზაქარეიშვილი ერთი მიცვალებულის გადმოსვენების სანაცვლოდ 1000 დოლარს იღებდა.