დასავლეთ საქართველოში, არქეოლოგიური გათხრებისას იმერეთის სოფელ კურსებში IX-X საუკუნეებით დათარიღებულ სალოცავის ნაშთებს მიაგნეს.
ნაპოვნია უძველესი ქვის სანათლავიც და თიხის მილები, რომლებიც, სავარაუდოდ, თამარ მეფის ეპოქის დროინდელია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სალოცავს დედა ღვთისა ერქვა, რომელიც მტრის ერთ–ერთი შემოსევისას განადგურდა.
ამ ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში დედათა მონასტრის მშენებლობა დაიწყება.