მიმდინარე წლის მაისში, საფრანგეთის პრეზიდენტად არჩეული ფრანსუა ოლანდი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას აგრძელებს, ამჯერად საფრანგეთში ბენზინი გაიაფდება.საფრანგეთი ბენზინის ფასების შემცირებას იწყებს და საბაჟო გადასახადებს ამცირებს. ეს ყოველივე სახელმწიფოს 300 მილიონი ევრო დაუჯდება.
ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის პიერ მოსკოვისის განცხადებით, საბაჟო გადასახადის წილი ბენზინის ფასში ამჟამად 80%-ს შეადგენს. ფასები ლიტრზე 6 ევროცენტით შემცირდება. შემცირების ნახევარს სახელმწიფო უზრუნველყოფს, მეორე ნახევარს კი ნავთობ-კომპანიები. გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ შევა ძალაში და სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს, ვიდრე ხელისუფლება საწვავის ფასების კონტროლის მუდმივ მექანიზმს შეიმუშავებს.
2011 წლის რეიტინგში ევროპის ქვეყნებში ბენზინის სიძვირის მიხედვით საფრანგეთმა მე-13 ადგილი დაიკავა.