თიანეთის რაიონში პოლიტიკუირ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ქუცნაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას კოალიციის საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„პირველი საკითხი, რასაც ვპირდებით ხალხს ისაა, რომ თიანეთის რაიონში თვითმმართველობას აღვადგენთ. თიანეთში თვითმმართველობის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ როგორც რაიონი და ასევე სოფლები აირჩევენ თავიანთ გამგებლებს. ვპირდებით მოსახლეობას, რომ გავაუქმებთ ხორცის, ფქვილის და საწვავის მაფიას. აი, ამ სამი მაფიის გაუქმებით, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა გზა გავუხსნათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ბაზარზე. ყურადღებას გავამახვილებთ უმწეოთა დახმარებებზე. სამწუხაროდ, ესაა ყველაზე პოპულარული თემა თიანეთში. ჩვენ უმწეოთა დახმარებებს გავაორმაგებთ, არჩევნების შემდეგ, უმწეოთა დახმარება 60 ლარი გახდება“, - განაცხდა ქუცნაშვილმა.