გერმანულ დაზვერვას სირის აჯანყებულებთან კავშირში დაადანაშაულეს. ამის შესახებ გამოცემა Neue Osnabruecker Zeitung წერს. პარტია „მემარცხენეების“ ლიდერმა ბერნდ რიკსინგერმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანული სამხედრო გემი-მზვერავი სამხედრო კონფლიქტის ზონაში იმყოფება, „მწვანეების“ ლიდერმა ჰანს-კრისტიან შტრიობლემ კი ხელისუფლებისგან მოითხოვა ანგარიში იმის შესახებ , ეხმარება თუ არა გერმანია სირიელ აჯანყებულებს. შტრიობლეს განცხადებით, ეს საკითხი ხელისუფლებამ ბუნდესტანგს უნდა შეუთანხმოს.
სურათები გერმანული სამხედრო გემი-მზვერავის შესახებ გერმანულმა გამოცემამ Bild am Sonntag-მა გამოაქვეყნა. გამოცემისვე ინფორმაციით, გერმანული დაზვერვა თურქულ ქალაქ ადანშიც შენშნეს, სადაც ნატოს ბაზაა განლაგებული.