ირმა ხახუტაიშვილი:

ირმა ხახუტაიშვილი:"ნიკორაში" შევედი. 20 ახალგაზრდაა ჩემს წინ, ხელში აქვთ  ევროპული ქვეყნების  დროშები. უცებ სმს მოდის ერთ-ერთის ტელეფონზე. მეორე ეუბნება, ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო -მოკლედ,  რა ფულს ხარჯავს ევროპა

„ფეისბუქ“ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ხახუტაიშვილი აღნიშნავს, სუპერმარკეტში სალაროსთან დგომისას, „სმს ხმა მოდის ჩემს წინ მდგომი ორი გოგონას ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე უცებ ეუბნება, -- აჰა ხო გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო ეს ეუბნება, 200 იო ის პასუხობს, --მერე რა სახე გაქვს ვერ გავიგე ,ნობელის პრემიას ელოდებოდი ერთ დღეშიო?“

მისივე თქმით,   არაა ცუდი ფული 200 ლარი დღეში, თუმცა, აქაურებს აშკარად ეცოტავათ. 

„გამოფენის წინ რომ "ნიკორაა" იქ შევედი რაღაცები უნდა ვიყიდო. დავიძერი სალაროსკენ და უცებ გაივსო იქაურობა, დადგა დიდი რიგი. მიახლოებით 20 ახალგაზრდა ჩემს წინაა, შემოდიან და  შემოდიან, ჯიბეებში ან ხელში აქვთ  ევროპული ქვეყნების  დროშები, დგანან რიგში, უკვე შეჩვეული ვარ ხოლმე ამათ სახეებს და ნული რეაქცია, ვარ ჩემს ფიქრებში. ჩემს წინ დგას ორი გოგო, იმდენად ნელა მიდიოდა რიგი, უკვე ავღელდით, დავიწყეთ რატომ არ არის მეორე მოლარე, მხოლოდ ერთი სალარო მუშაობდა, მოკლედ, უკვე გამოვფხიზლდი,  უცებ ამ დროს , სმს ხმა მოდის ჩემ წინ მდგომი ორი გოგონას ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე უცებ ეუბნება, -- აჰა ხო გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო ეს ეუბნება, 200 იო ის პასუხობს, --მერე რა სახე გაქვს ვერ გავიგე ,ნობელის პრემიას ელოდებოდი ერთ დღეშიო? მერე უკვე მათი  რიგიც მოვიდა, აიღეს  ორ ორი სიგარეტი, წყალი და იუგურტი და გავიდნენ. სხვებიც ძირითადში იგივეს ყიდულობდა, თხილეულს, გამომცხვარ ხაჭაპურებს, მერე დავაკვირდი რიგი იმიტომ მიდიოდა ნელა რომ სიგარეტს მოლარე მეორე სალაროდან იღებდა, მოკლედ,  რა ფულს ხარჯავს ევროპა,  საღოლ, თუმცა მათაც გასათეთრებელი აქვთ რა,  არაა ცუდი ფული 200 ლარი დღეში ხო იცი. თუმცა აქაურებს აშკარად ეცოტავათ ეგეც ფაქტია,“- წერს ირმა ხახუტაიშვილი.