ლევან მაჭავარიანი: არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად

ლევან მაჭავარიანი: არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად

არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, რომელიც პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ დღეს გაიხსენა ის მიზეზები, რასაც ევრობიუროკრატების მიერ საქართველოსთვის ბრძოლის გამოცხადება მოჰყვა.

მაჭავარიანმა ისაუბრა, თუ რა დახმარება გაუწია საქართველომ უკრაინას.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. საერთაშორისო ასპარეზზე 600-ზე მეტ რეზოლუციას მივუერთდით. შევიფარეთ ათობით ათასი უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ვართ. რა არ გავაკეთეთ! ერთადერთი რამ არ გავაკეთეთ, რომ ჩვენც არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ, ვერავინ გამოიყენებს საქართველოს „ქართული ოცნების“ პირობებში მარიონეტ ქვეყნად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.