ყველას აქვს იმის განცდა, რომ ექიმს შეუძლია, ყოველთვის არცთუ იდეალურად, მაგრამ მაინც გამოიცნოს რა აწუხებს ადამიანს და მას დიაგნოზი დაუსვას. საქართველოში ხალხს ექიმების მიერ დანიშნული არასწორი მკურნალობის ეშინია.
საბჭოთა სამედიცინო სისტემის ექიმები, მთელს რეგიონში ათწლეულების განმავლობაში მოწყვეტილნი იყვნენ საერთაშორისო გამოცდილებას მკურნალობის პროცესში – აბებისა თუ ინექციების დანიშვნისას, თუნდაც პაციენტის უბრალო თავის ტკივილის დროს. საქართველოში დამატებითი საშიშროება იმასთან დაკავშირებითაც არსებობს, რომ ექიმს შესაძლოა სამედიცინო განათლება არ ჰქონდეს მიღებული და უბრალოდ ნაყიდი დიპლომი გააჩნდეს.
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ყოველდღიური კორუფციის მასშტაბები საქართველოში მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ მანამდე, იმ მღელვარე ათწლეულებში ყველაფერი იყიდებოდა, რამაც უამრავ ადამიანს აფიქრებინა, რომ ზოგიერთ ექიმს კვალიფიკაცია ნაყიდი ექნებოდა, ვიდრე კანონიერად მიღებული; ერთმა ქალბატონმა, ვისაც მე გავესაუბრე, მითხრა, რომ საგანგებოდ ეძებდა ექიმებ, რომლებსაც სტაჟირება რუსეთში ჰქონდათ გავლილი, რადგან იმის განცდა არსებობდა, რომ იქ გაცილებით რთული იყო სამედიცინო ხარისხის ფულით შეძენა, ვიდრე საქართველოში.
მეორე ახალგაზრდა ქართველმა კაცმა გვიამბო თუ როგორ მიმართა ავად გამხდარმა ორ ექიმს და არც ერთს არ გაუმხილა მეორესთან ვიზიტის შესახებ. მას მხოლოდ ის აინტერესებდა, ორივე ერთნაირ დიაგნოზს დაუსვამდა თუ არა. „ერთხელ თირკმელი მაწუხებდა, ერთმა ექიმმა მითხრა, რომ სიკვდილის პირას ვიყავი, მეორემ კი განმიცხადა, ისეთი არაფერი გჭირსო“, თქვა მან. მესამე ექიმი იმას დაეთანხმა, ვინც თქვა არაფერი გჭირსო და ტკივილიც მალე გამიყუჩდა. „ეს მართლაც კარგი გაკვეთილი იყო – მუდამ მიმართეთ მეორე ექიმსაც, სასურველია მესამის აზრის გაგებაც!”, იცინოდა ის.
foreignpress.ge