ჩინელი პოლიტიკოსის ცოლს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ჩინელი პოლიტიკოსის ცოლს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ცნობილი ჩინელი პოლიტიკოსის ბო სილაის მეუღლე გუს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრიტანელი ბიზნესმენის მკველობაში ედება ბრალი. ნილ ჰეივუდი პოლიტიკოსის ოჯახის მეგობარი და საქმიანი პარტნიორი იყო.

ჩინეთში საუბრობენ, რომ ბო სილაი სულ მალე კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე უნდა დაენიშნათ. ზოგიერთებს ეს არ აწყობდათ და პოლიტიკოსი ამ გზით, ხელისუფლებას ჩამოაშორეს. ჰეივუდი ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის სასტუმროში მოწამლული იპოვეს.