გუშინ კახეთში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ კახეთის რამდენიმე რაიონი ისევ დააზარალა.
ამჯერად გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონები დაზარალდნენ. როგორც მოსახლოება აცხადებს, ნარგავებისა და ბოსტნეულის დიდი ნაწილი განადგურებულია.
შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.