საერთაშორისო სილამაზის კონკურსი, „მის მსოფლიო 2012“, რომელიც ჩინურ ქალაქ ორდოსის სტადიონზე გაიმართა, 23 წლის ჩინელი გოგონას, იუ ვენხიას გამარჯვებით დასრულდა. ეს უკვე მეორე პრიზია, რომელიც საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე ჩინელებს გადაეცათ: 2007 წელს ჯილდო 23 წლის ჩჟან ზილინმა აიღო.
„მის მსოლიო 2012“-ის მეორე ადგილის მფლობელი უელსელი სოფი ელიზაბეტ მოულდსი გახდა, ხოლო მესამე ადგილი ავსტრალიელმა ჯესიკა მიშელმა დაიკავა.
წელს კონკურსში 116 გოგონა მონაწილეობდა. იუ ვენხიას გვირგვინი გასული წლის მის მსოფლიომ ივინ სარკოსმა დაადგა. „ღამის სერენადები“ წელს უკვე მეოთხედ გონიოს ციხესიმაგრეში გაიმართება.