"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დღეს, პოლიტიკური პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიშში განხილულია პოლიტიკური პარტიების 2011 წლის ფინანსური დეკლარაციები.
„კვლევა სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: პირველი თავი მიმოიხილავს პოლიტიკური პარტიების შემოსავლებს, ხოლო მეორე თავი – ხარჯებს. ბოლო თავში შეჯამებულია კვლევის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები, ასევე წარმოდგენილია არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭირო რეკომენდაციები", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, კვლევა პროექტის "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.
წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაცია ორგანიზაციის ოფისში, 12:00 საათზე გაიმართება.