სოზარ სუბარი: რუსთავმა დაადასტურა, რომ ხალხი აქციაზე სეირის საყურებლად კი არა, რწმენით და იმედით  მოდის

სოზარ სუბარი: რუსთავმა დაადასტურა, რომ ხალხი აქციაზე სეირის საყურებლად კი არა, რწმენით და იმედით მოდის

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის სოზარ სუბარი გუშინდელი აქციით კმაყოფილებას ვერ მალავს და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ისევე  როგორც მთელი საქართველო, რუსთაველებიც ერთ აზრზე არიან- მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. 

„აქცია ჩატარდა, როგორც ველოდით- მშვიდი, გაწონასწორებული და ხალხმრავალი. გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა. ყოველთვის ვიცი, რომ აქციაზე ძალიან ბვერი ხალხი მოვა, მოვიდა უფრო მეტი, ვიდრე ველოდებით. გუშინდელმა თავსხმა წვიმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  ხალხი აქციაზე სეირის საყურებლად კი არა, იმ რწმენით და იმედით  მოდის, რომ სწორედ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. თვსხმა წვიმის მიუხედავად, ფეხი არ მოუცვლია გუშინ არცერთ ადამიანს. ეს იყო გუშინდელი დღის მთავარი მომენტი.  რუსთავი და მთელი დანარჩენი საქართველო ერთ აზრეზეა“,-აცხადებს სუბარი.