ფესტივალი „ღამის სერენადები“ ლიანა ისაკაძესთან ერთად(VIDEO)

ფესტივალი „ღამის სერენადები“ ლიანა ისაკაძესთან ერთად(VIDEO)

ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე საქართველოშია. მუსიკოსი სამშობლოს სპეციალურად მის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ჩასატარებლად ეწვია.

„ღამის სერენადები“ წელს უკვე მეოთხედ გონიოს ციხესიმაგრეში  გაიმართება.


ლიანა ისაკაძე სამშობლოში შეკრებილი მსმენელისთვის კიდევ ერთხელ დაუკარავს, მასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ცნობილი მუსიკოსებიც მიიღებენ. 

გონიოს ციხესიმაგრე მუსიკოსებს და კლასიკური მუსიკის მსმენელებს 25-დან 28 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.