საქართველოში წინასაარჩევნოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი და ეუთოს დელეგაცია ჩამოდის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს დღეს, 19 აგვისტოს ესტუმრება.
21 აგვისტოს სტუმრები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის ვივე-სპიკერს გიორგი წერეთელს შეხვდებიან. 22 აგვისტოს კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გარდა, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტონინო პიკულა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი და სხვები.