2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებში მონაწილე 350 აბიტურიენტს აპელაციის შედეგად ქულა შეეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, საპრეტენზიო განაცხადების მიღება 3 აგვისტოს დაიწყო. აბიტურიენტებს ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასების გასაჩივრების საშუალება ჰქონდათ.
35 ათასი აბიტურიენტიდან შეფასება 1000-მა გაასაჩივრა. განაცხადებს სპეციალური კომისია 6 დღის განმავლობაში სწავლობდა. 1000-დან ქულა 350 აპლიკანტს შეეცვალა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. ამასთან, საგამოცდო შედეგების აპელაცია 2 500-მდე პედაგოგმა და 80-მდე მაგისტრანტობის მსურველმა მოითხოვა. ისინი გამოცდების საბოლოო შედეგებს სექტემბრის დასაწყისში შეიტყობენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპელანტებს შედეგების გაგება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით შეუძლიათ.