„ჰესბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ისრაელს „ნამდვილ ჯოჯოხეთს“ დაჰპირდა. Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ეს განცხადება ნასრალამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელი დაჯგუფებას დაბომბვით დაიმუქრა.
„ისრაელის განადგურებას არც ისე ბევრი რაკეტები სჭირდება, რომელიც ჩვენ გვაქვს. თუ ჩვენ იძულებულები გავხდებით, ძალა ვიხმაროთ, ჩვენ არ ვიყოყმანებთ და ასი ათასობით სიონელს ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად ვუქცევთ,“-განაცხადა ჰასან ნასრალამ.