დღეს, 18 აგვისტოს, ჰოლივუდის ცნობილ ამერიკელ მსახიობს, მოცეკვავესა და მომღერალს პატრიკ სუეიზის 60 წელი შეუსრულდებოდა.
მომიბვლელმა მსახიობმა მილიონობით მაყურებლის გული, დაიპყრო მთავარი როლით მელოდრამაში „ბინძური ცეკვები“. ეს როლი სიუზის კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი და წარმატებული აღმოჩნდა. პოპულარობა მოუტანა ასევე ფილმმა „მოჩვენება“ და სერიალმა „ჩდილოეთი და სამხრეთი“. 1991 წელს ის ჟურნალ „People“-მ წლის „ყველაზე სექსუალური მამაკაცად“ დაასახელა.
პატრიკ სუეიზი 1952 წელს ამერიკაში, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, ქორეოგრაფის პეტსი ივონ ჰელენის ოჯახში დაიბადა. სუეიზის ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს ცეკვის სიყვარული. პატრიკი ბავშვობაში ოცნებობდა ბალეტის ცნობილი მოცეკვავე გამხდარიყო, თუმცა მიზნის მიღწევაში ხელი ფიზიკურმა ტრამვამ შეუშალა. ამის შემდეგ, ის ცეკვავდა ჯგუფში Dance Company, პარალელურად კი, სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა.
სუეიზიმ პროფესიონალური კარიერა დაიწყო როგორც მოცეკვავემ „უოლტ დისნეის“ კომპანიაში. კინოში მისი დებიუტი შედგა ფილმში „სკეიტაუნი“ (1979). შემდეგ იყო „ბინძური ცეკვები“, სადაც სუეიზისთან ერთად მთავარი როლი ჯენიფერ გრეიმ შეასრულა. ეს მცირებიუჯეტიანი ფილმი გარკვეული დროის შემდეგ ჰიტად იქცა. 2009 წლისათვის კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 214 მილიონი დოლარი მოაგროვა. 1990 წელს სუეიზიმ, დემი მურთან და ვუპი გოლდბერგთან ერთად ითამაშა ფილმში „მოჩვენება“. ერთი წლის შემდეგ როლი მიიღო ფილმში „ტალღის ქიმზე“. ბოლო წლების კინოროლებიდან აღსანიშნავია: „უკანასკნელი ცეკვა“, „გაღვიძება რინოში“, „11:14“ „ნახტომი“, „მილიონი შობისთვის“, „მჟავა“ და სხვ.
მსახიობი სამჯერ იყო წარდგენილი, „ოქროს გლობუსზე“. კინოში გადაღების გარდა, პატრიკი მღეროდა კიდეც, ის თავად იყო საკუთარი სიმღერების ავტორი.
2008 წლის ბოლოს სუეიზის პანკრეასის სიმსივნე აღმოაჩნდა. მიუხედავად ძლიერი ტკივილებისა ის სიცოცხლის ბოლო წუთებამდე გადასაღებ მოედანზე დარჩა და კვლავინდებურად და აგრძელებდა მუშაობას სერიალზე „მხეცი“
მსახიობი 2009 წლის 14 სექტემბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.