ფილიპსი: ზედმეტი მოთმინება საქართველოში კონფლიქტის განახლების რისკს შეიცავს

ფილიპსი: ზედმეტი მოთმინება საქართველოში კონფლიქტის განახლების რისკს შეიცავს

[The Washington Times ]

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან შეირაღებული თავდსხმების ორგანიზებაში სდებს ბრალს. მიუხედავად საზავო შეთანხმებისა, რომელმაც დაასრულა 2008 წლის რუსულ-ქართული ომი, ურთიერთობები დაძაბულია და უარსდება. განახლებული კონფლიქტი აშშ-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვას“ შეიძლება დაემუქროს, შეიძლება გაანადგუროს თანამშრომლობა, რომელიც, ირანის მიერ, ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა ავღანეთი და ლიბია, ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთისათვის უმნიშვნელოვანესია.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შეირაღებული ძალების 58-ე ბატალიონი შეიჭრა სამხრეთ ოსეთში და რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე თავს ესხმოდნენ სამიზნეებს. რუსულმა ჯარმა თავდასხმა თბილისიდან სულ 25 მილში შეაჩერა. მიუხედავად ექცსპუნქტიანი საზავო შეთანხმებისა, რომელმაც დაასრულა შეირაღებული დაპირისპირება, რუსეთი მაინც მისდევდა საქართველოს დასუსტებისა და სააკაშვილის თავიდან მოცილების პოლიტიკას.

რუსეთმა დამატებითი ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, ესენია ახალგორი და კოდორის ხეობა, მან უკანონოდ შექმა ბუფერული ზონა სამხრეთ ოსეთის გარშემო. რუსეთი არ უშვებს სამხრეთ ოსეთში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, მან ვეტო დაადო გაეროს სამეთვალყურეო მისიის მუშაობას აფხაზეთში, ჩაშალა ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიის შესვლა კონფლიქტურ ზონებში. რუსეთმა შეზღუდა უფლებადაცვითი მეთვალყურეებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობა ამ რეგიონებშის. მას შემდეგ, რაც აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რუსეთმა ხელი მოაწერა 49 წლიან ხელშეკრულებებს და 10,000 სამხედრო, საბრძოლო ვეტმფრენები, ტანკები და შეტევითი რაკეტები განათავსა იქ, სადაც ომამდე არაფერი იდგა.

რატომ უნდა შფოთავდეს ამ საკითხებზე შეერთებული შტატები? საქართველო ჩვენი მეგობარი და მოკავშირეა. შეერთებულმა შტატებმა ომის შემდეგ $1 მილიარდზე მეტი დახმარება მიაწოდა საქართველოს. 2009 წელს საქართველომ და აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. საქართველომ, ნატოს ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, ავღანეთში 1,000 სამხედრო გააგზავნა. საქართველო, მისი მდებარეობის გამო, სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანზიტული ქვეყანაა ევრაზიიდან დასავლეთში ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის. თუ მას კონტროლის გარეშე დავტოვებთ, რუსეთი ნეო-იმპერიალისტურმა ტენდენციებმა შეიძლება სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, მან შეიძლება შთანთქას საქართველო და ძირი გამოუთხაროს დასავლეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

მთავარი პრიორიტეტი კონფლიქტის განახლების აღკვეთაა. ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა უნდა მოსთხოვოს. მან ასევე უნდა მოსთხოვოს რუსეთს მეტი ტრანსპარენტულობა კონფლიქტურ ზონებში რუსეთის სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით და ევროპელი მეთვალყურეების უფლებების გაფართოება.

გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ საქართველოსთან, რათა მან შოლტისა და კვერის პოლიტიკას მიმართოს და შედეგად რუსეთს მისი გათვლები შეაცვლევინოს. ეს სტრატეგია უნდა მოიცავდეს ეკონომიკურ სტიმულებს, ნდობის განმტკიცებას, აფხაზები და ოსები რუსეთის კალთას ქართველებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის მეშვეობით უნდა მოწყდენ.

შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წელს. თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში უფრო დამთმობი იქნება, აშშ-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს სააქციო კაპიტალის კერძო ბაზარზე, რომლებიც მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის, საპრივატიზაციო გეგმებისა და ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად.

დისკუსია პროვოკაციებზე უკეთესია. ჟენევის მოლაპარაკებები მძიმე, მაგრამ აუციელებლი ფორუმია რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურ პირთა ინტერაქციისთვის. მოლაპარაკებები შედეგად მშვიდობას ვერ მოიტანს, მაგრამ შეიძლება იქცეს სასარგებლო ფორუმად, რომელიც აღკვეთს ინციდენტების ინტენსიფიკაციას და უკონტროლობას.

ნდობა შეიძლება აღდგეს აგრეთვე ძალის გამოუყნებელობის პრინციპების დეკლარაციით, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველო, რუსეთი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფალნი. იმის გამო, რომ დეკლარაცია არ არის სუვერენულ ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულება, ის არ იგულისხმებს საქართველოს მიერ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებას. დეკლარაცია განამტკიცებს საქართველოს მოთხოვნას რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ. დეკლარაცია იმის დამამტკიცებელი იქნება, რომ საქართველო სერიოზულად ეკიდება თანამშრომლობას.

თანამშრომლობა და არცნობა არ არის ურთიერთგამომრიცხავი რამ. მოგზაურობის ხელშეწყობა ადამიანურ კონტაქტებს განავითარებს. ჩაისა და ციტრუსების კულტურების აღდგენა საერთო ინტერესების ქსელს შექმნიდა. შავი ზღვის ტურიზმი და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა კომერციული თანამშრომლობის შესაძლებლობებს ქმნის. აკრძალვა საერთაშორისო ფრენებზე და ზღვით გადაადგილებაზე აფხაზეთში უნდა შერბილდეს, განსაკუთრებით საზღვაო კავშირზე თურქეთთან. უნდა გაფართოვდეს ჰუმანიტარული თანამშრომლობა, თანამშრომლობა ჯანდაცვისა და განათლების სფეროში.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის „გადატვირთვის“ ღილაკი ამოქმედდა და რუსეთი და შეერთებული შტატები უფრო ეფექტურად თანამშრომლობენ, მძიმე დაძაბულობა კიდევ არსებობს. ზოგიერთი რუსი აშშ-ს პაექრობის ტერმინებში აღიქვამს. რუსეთის ოფიციალური დოქტრინა ნატოს ჯერ კიდევ ასახელებს თავის უმთავრეს გარე საფრთხედ და ამით ამართლებს სამხედრო ხარჯებსა და სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებას. ობამას ადმინისტრაცია აღიარებს, რომ რუსებს აქვთ განსაკუთრებული ინტერესი პოსტასბჭოთა სივრცეში, მაგრამ არა იდეას გავლენის სფეროს შესახებ.

ექვსპუნქტიანი საზავო შეთანხმების შესრულება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გადარჩენის საუკეთესო გზაა. სტრატეგიული მოთმინება იმის საშუალებაა, რომ ვითარება არ გაუარესდეს. მაგრამ პრობლემები გამძაფრდება, თუ შეერთებული შტატები უფრო პროაქტიურად არ იმოქმედებებს ძირითადი მიზეზების გადასაწყვეტად.

[foreignpress.ge]