მამუკა გელაშვილი: მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

მამუკა გელაშვილი: მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატმა, მამუკა გელაშვილმა დაბა ახალდაბაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

როგორც მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ადგილობრივებთან ერთად მათ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეიდან მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყე. პირველი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან, პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან და ბორჯომში პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან ერთად დაბა ახალდაბაში გავმართე.

ადგილობრივებთან ერთად ვიმსჯელე მათ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ახალდაბაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ასევე, ეწყობა ე.წ. ნეძვის გზა ჯამში, მიმდინარე წელს დაბაში 4,1კმ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ.

მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!“, - წერს მამუკა გელაშვილი.