Eurasianet:

Eurasianet: "ანაკლიის ფეშენებელური კურორტის შექმნა იძულებით გადაადგილებულ პირებზე პრიორიტეტულია?"

[პირველი]

Eurasianet სტატიას სათაურით "ფეშენებელური კურორტის შექმნა იძულებით გადაადგილებულ პირებზე პრიორიტეტულია?" აქვეყნებს. 

Eurasianet აღნიშნავს, რომ “22 აგვისტოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთთან ახლოს "შვიდვარსკვლავიან" საზღვაო კურორტ ანაკლია-კომპლექსის პრეზენტაცია გამართა, რომელიც განიხილება, როგორც პასუხი აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნაზე". 

"პროექტი, რომელის ღირებულება 16,5 მილიონი ევროა, აბსოლუტურ კონტრასტშია ცხოვრების იმ პირობებთან, რომელშიც აფხაზეთიდან იძულებით გადააგილებულ ასობით ათას ქართველს უწევს ყოფნა. ანაკლიის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით ექვსჯერ აღემატება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტს", - წერს გამოცემა, რომელმაც "ვერ შეძლო დაკავშირება სამთავრობო ჩინოვნიკებთან, რათა გაერკვია, რატომაა ანაკლია საბიუჯეტო პრიორიტეტი". 

თუმცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ მარტიაშვილმა განაცხადა, რომ "იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენენ და პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ამას ყოველთვის იმეორებენ".

Eurasianet, თავის მხრივ, აღიშნავს, რომ "დევნილებისთვის სახლების მშენებლობა და მათი განსახლება 2009 წლის იანვრიდან დაიწყო და მხოლოდ ევროპის კავშირმა 105 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო, აშშ-ის მთავრობამ - 83 მილიონი და ამასთან, 92 შენობის გარემონტებისთვის 34,67 მილიონის გამოყოფის დაპირება გასცა". 

გამოცემა აღნიშნავს, რომ "თავად საქართველოს სახელმწიფოს დაფინანსება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის შედარებით მცირე იყო, ხოლო ყველა დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს, ორი წლით გვიან, ვიდრე გათვალისწინებული იყო და ამასთან, მათთვის ასაშენებული შენობების ხარისხი დროდადრო კითხვის ნიშანს აჩენს".