ბაგრატის ტაძრისა და მისი გუმბათის აღდგენითი სამუშაობი ბოლო ფაზაში შედის

ბაგრატის ტაძრისა და მისი გუმბათის აღდგენითი სამუშაობი ბოლო ფაზაში შედის

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაობი გრძელდება. აღნიშნულის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დღეს ბაგრატის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნილი ჯვრის კურთხევა გაიმართება.

ნაკურთხ და დალოცვილ ჯვარს გუმბათზე რესტავრატორები განსაკუთრებული სიფრთხლით აღმართავენ. 300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა. ტექნიკური სამუშაობის გათვალისწინებით, ნაკურთხი ჯვრის გუმბათზე დაბრძანებას რამდენიმე დღე დასჭირდება და ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან შესამჩნევი გახდება.

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ტაძრისა და მისი გუმბათის აღდგენითი სამუშაობი ბოლო ფაზაში შედის.

ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაობის მიმდინარეობას გაეცნობიან და ჯვრის კურთხევის პროცესს დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკლოზ რურუა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, მეუფე ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და საპატრიარქოს წარმომადგენლები.