„თავისუფალი საქართველოს“, „ტრადიციონალისტთა კავშირისა“ და „თეთრების“ აქცია აუდიტის სამსახურთან დღეს გაიმართება

„თავისუფალი საქართველოს“, „ტრადიციონალისტთა კავშირისა“ და „თეთრების“ აქცია აუდიტის სამსახურთან დღეს გაიმართება

პოლიტიკური პარტიები - „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დღეს ერთობლივ აქციას გამართავენ. 

პარტიის მიერ გავრცელებლ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელისუფლების ხელში ოპოზიციის დასჯის იარაღად გადაიქცა. 

"მოგელაძის უწყება აჯარიმებს რეალური ოპოზიციის შემომწირველებს და არღვევს პარტიების დაფინანსების შესახებ მიღებულ სრულიად ანტიდემოკრატიულ კანონსაც კი. "თავისუფალი საქართველოს" შემომწირველები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 300.000 ლარით დააჯარიმა, რაც პარტიის საარჩევნო კამპანიის ორი თვის ბიუჯეტს წარმოადგენს", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.

მათივე თქმით, არსებულ პირობებში სრულიად შეუძლებელი ხდება ოპოზიციის დაფინანსება და, შესაბამისად, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება.

აღნიშნულმა პარტიებმა სხვა ოპოზიციურ ძალებსაც  გაერთიანებისა და მანიფესტაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.