სირიის პარლამენტარები ქვეყნიდან გარბიან

სირიის პარლამენტარები ქვეყნიდან გარბიან

ტელეკომპანია Sky News Arabia-ს ინფორმაციით, სირიის დეპუტატმა  ალეპოდან იხლას ბადავიმ ქვეყანა დატოვა და თურქეთში გაიქცა.

„მე აღარ შემიძლია ამ ტირანიის გაძლება, რომელიც საკუთარ ხალხს სჯის“,-განაცხადა დეპუტატმა.

ეს არის პირველი დეპუტატის სირიის პარლამენტიდან, რომელმაც ქვეყანა დატოვა.

მანამდე ქვეყანა ათეულობით გენერალმა დატოვა და თავი თურქეთს შეაფარა.  ბაშარ ასადის რეჟიმს რამდენიმე ელჩიც გადაუდგა.

Sky News Arabia-ს ინფორმაციითვე, ქალაქი ალეპო ათასობით მაცხოვრებელმა დატოვა, სადაც უკვე მეოთხე დღეა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.