რატომ არ უბრუნებს სასამართლო ქსენია სობჩაკს ფულს?

რატომ არ უბრუნებს სასამართლო ქსენია სობჩაკს ფულს?

მოსკოვის ბასმანის მოსამართლემ ირინა სკურიდინამ გააკეთა კომეტარი იმის შესახებ, თუ რატომ არ უბრუნებს სასამართლო სობჩაკის ბინიდან ამოღებულ ფულს პატრონს. სკურიდინას განმარტებით, ამის გაკეთების უფლება მხოლოდ გამომძიებელს აქვს და ეს სასამართლოს კომპენსაციაში არ შედის.

ქსენია სობჩაკის ადვოკატის რეზნიკის განმარტებით კი, ჯერჯერობით ისინი „მშობლიურ დემოკრატიულ სახელმწიფოს  სასამართლოს მიმართავენ“ და საერთაშორისო სასამართლოს არ შეაწუხებენ.

ქსენია სობაჩაკმა Twitter-ში თავის ბლოგზე დაწერა: «ფულს იმიტომ არ მიბრუნებენ, რომ ეშინიათ, სახალხო მღელავრება ამ თანხით არ მოხდეს დაფინანსებული“-წერს სობჩაკი.

სასამართლომ გასულ თვეს ქსენია სობჩაკის ბინის ჩხრეკისას 1,4 მილიონი ევრო, 480 000 დოლარი და ამდენივე რუსული რუბლი ამოიღო.