ედპ-მ ბოლნისისი რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა, რომელიც პარტიის ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ ბოლნისის პარტიული ოფისის გახსნის შემდეგ გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინა.
ქარდავამ ბოლნისში მაჟორიტარად ბესო ნებიერიძე წარადგინა, ხოლო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ოლეგ მაღრაძე დანიშნა.
იგი ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებსაც შეხვდა. მათთან შეხვედრაზე ქარდავამ პარტიის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
"მხოლოდ ჩვენი პროგრამის სოციალურ-ეკონომიკური ნაწილია განახლებული, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე, მცირე და საშუალო ბიზნენსის წნეხისაგან გათავისუფლებაზე და ედპ-ის ახალ ინიციატივაზე, რომელიც ეხება დიასახლის სოციალური სტატუსის შემოღებას, ხოლო მთავარი ღირებულება თითოეული "ეროვნულ-დემოკრატისთვის" ყოველთვის იყო და რჩება დღესაც ეროვნული ინტერესი, დასავლური ორიენტაცია და დისტანცირება რუსეთისგან", - განაცხადა ედპ-ის ლიდერმა.