კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერის, ეკა ბესელიას შეფასებით, დღეს "ქართუ ჯგუფის", ბანკ "ქართუზე“ მოხსნილი ყადაღის შემდეგ კახი კალაძის საბანკო ანგარიშებზე ახალი ყადაღის დადება სასაცილოა.
მისი თქმით, მოტივი, რომელიც საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა წარმოდგენილი და რომელიც უკავშირდება დასაბუთებული ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ კალაძე უკანონო თანხების ლეგალიზაციას ახორციელებს არამყარი და უკანონოა.
„მათი ქმედება პირდაპირ და ცალსახად შეიძლება უკანონოდ შევაფასოთ. ხელისუფლება კიდევ ერთხელ უგულებელყოფს სამართლის ნორმებს. აღნიშნული ქმედება ხელისუფლების მხრიდან სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება“, - განაცხადა ბესელიამ
მისივე განმარტებით, წამოყენებული არგუმენტი სასაცილოა და აღნიშნა, რომ კალაძე ყოველ ნაბიჯს კანონის ფარგლებში ახორციელებს.
ცნობისთვის კოალიცია ქართული ოცნების პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ რამდენიწუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, გიორგი გოგინაშვილმა მთავარი პროკურატურის პროკურორის, ელიზბარ გოზანაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე კახა კალაძის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.