დმანისში მცხოვრებ მუსლიმებს ნაცმოძრაობისთვის ხმის მიცემას ყურანზე დაფიცებით აიძულებენ

დმანისში მცხოვრებ მუსლიმებს ნაცმოძრაობისთვის ხმის მიცემას ყურანზე დაფიცებით აიძულებენ

დმანისში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას ყურანზე დაფიცებით აიძულებენ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო ჩემი სამშობლოს" თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა განაცხადა.

როგორც ბაბაევი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაიში ხდება. მისი თქმით, მმართველ გუნდს ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან დიდი პრობლემები აქვს. კერძოდ, მიწასთან, განათლებასთან, გზებთან, სოციალურ პრობლემებთან და ა.შ. დაკავშირებით.

ბაბაევი განმარტავს, რომ იმ დაპირებებით, რომლებსაც ხელისუფლება 8-9 წლის განმავლობაში იძლეოდა, იგი ხალხს ატყუებდა.

„ახლა ხელისუფლება ქვემო ქართლში მცხოვრები მოსახლეობის დაშინებაზეა გადასული. დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაის შეხვედრისას ხელისუფლების ადგილობრივი აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს აიძულებდნენ, რომ ყურანი აეღოთ, საქართველოს მოქალაქე მუსლიმან მოსახლეობასთან კარდაკარ ევლოთ და მასზე დაეფიცებინათ, რომ ხმას ხელისუფლებას მისცემენ, რამაც საზოგადოება სერიოზულად აღაშფოთა, რადგან ყურანი არა საარჩევნო კამპანიის ნაწილი, არამედ ის წმინდა წიგნია და მას ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა პატივი უნდა სცენ", - განცხადა მან.