ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რევაზ ხულორდავას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ირაკლი ალასანიას თანაპარტიელს მოსამართლე დავით კეკენაძემ ბრალი განზრახ მკვლელობაში დასდო.
დაცვის მხარის შეფასებით, ხულორდავა პოლიტიკური პატიმარია და ის შემთხვევის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა.
„გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ იცის რომ ხულორდავა არათუ დამნაშავე არ იყო, არამედ იქ საერთოდ არ ყოფილა მკვლელობის ადგილას. მაგრამ ისინი იძულებულები არიან დაემორჩილონ უსამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. გამოიტანონ გამამტყუნებელი განაჩენი და ადამიანს დააბრალონ მკვლელობის მცდელობა“, - განაცხადა ხულორდავას ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ.
ხულორდავას ახლობლები კი დამნაშავედ ვინმე თემურ ლუტიძეს ასახელებენ, რომლის დაკითხვაც დაცვის მხარემ 6 თვე უშედეგოდ ითხოვა.