კოალიცია „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროკურატურაში 9 საჩივარი შეიტანა. საჩივარი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ეხება, კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ დღეს პირადად შეიტანა.
შვიდი საჩივარი 13 ივლისს, ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში მომხდარ ინციდენტს შეეხება, როდესაც კოალიცის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური და მაჟორიტარობის კანდიდატი დარეჯან ჩხეტიანი საარჩევნო პროგრამის შესახებ მოსახლეობას ხვდებოდნენ.
როგორც კობახიძე აცხადებს, აღნიშნული შეხვედრა სააგენტო KK INFOS წარმომადგენლებმა ჩაშალეს. მისი განმარტებით, შეხვედრაში მონაწილე მოსახლეობის ნაწილმა - შვიდმა ადამიანმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართა და მათი საჩივრები დღეს საქართველოს პროკურატურაში დაარეგისტრირა.
შვიდივე საჩივარში მოთხოვნილია ფაქტზე საქმის აღძვრა და „აღნიშნული პროვოკაციის განმხორციელებლების“ დასჯა.
დანარჩენი ორი სარჩელი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის გიორგი ნატროშვილის საქმეს შეეხება, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში 22 ივლისს მომხდარი ინციდნეტის გამო 30 დღიან პატიმრობაშია.