Fox News სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ „კოლორადოს მსროლელმა“ ჯეიმს ჰოლმსმა დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე ფოსტით რვეული გაუგზავნა იმ უნივერსიტეტის ფსიქიატრს, სადაც ის სწავლობდა. ჯეიმს ჰოლმსი კოლორადოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში ნერვოლოგიის ფაკულტეტზე ისმენდა ლექციებს.
გზავნილი ახლახანს აღმოაჩინეს. უნივერსიტიეტის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ის ფოსტაში შეიძლება კიდევ რამდენიმე დღეც დებულიყო, რადგან ისინი ფოსტას კვირაში ერთხელ ხსნიან. ამჯერად, ჰოლმსის საქმესთან დაკავშირებთ უნივერსიტეტში ჩხრეკა ჩატარდა და გზავნილიც სწორედ მაშინ აღმოაჩინეს.
რატომ გაუგზავნა ჰოლმსმა რვეული ფსიქიატრს, რომელიც მას ლექციებს უკითხავდა, Fox News არ მიუთითებს, სამაგიეროდ აღნიშნავს, რომ რვეულში დაწვრილებით იყო აღწერილი და დახატული, როგორ მოკლავდა ის მაყურებლებს.
ჯეიმს ჰოლმსმა კოლორადოს კინოთეატრში სეანსის დროს 12 ადამიანი იმსხვეპლა. 58-მა კი მძიმე დაზიანება მიიღო.