არგენტინის პრეზიდენტის პოლიტიკური ბოიკოტი ლონდონს

არგენტინის პრეზიდენტის პოლიტიკური ბოიკოტი ლონდონს

დღეს ცნობილი გახდა, რომ ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადას პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა კირშნერმა. ლონდონის არგენტინის საელჩოში ოფიციალური მიზეზების კომენტირებისგან თავი შეიკავეს.

The Belfast Telegraph კი აღნიშნავს, რომ ბოიკოტი ფოკლენდის (მალვინსკის) კუნძულებს უკავშირდება.

არგენტინაში მიიჩნევენ, რომ  ფოკლენდის კუნძულები არგენტინის საკუთრებაა და ბრიტანეთს ის არაკანონიერად აქვს ოკუპირებული. ბრიტანეთში კი მიაჩნიათ, რომ ეს თემა სადისკუციო თემაც კი არ არის.

1982 წელს ბრიტანეთსა და არგენტინას შორის ამ კუნძულების გამო ომი დაიწყო. მოკლევადიან ომში ბრიტანელებმა გაიმარჯვეს, ბუენოს-აირესი კი დღემდე ვერ ეგუება ამ მარცხს.