შოტლანდიის ნაციონალური პარტია ამზადებს კანონპროექტს ერთსქესიანი ქორწინებების ოფიციალურად აღიარების შესახებ.
კანონპროექტი პარლამენტს სასწრაფო წესით წარედგინება და მინისტრებს იმედი აქვთ, რომ პარლამენტი მას მალევე დაამტკიცებს. ამის შემდეგ, შოტლანდია ბრიტანეთის სამეფოს პირველი შემადგენელი ნაწილი გახდება, სადაც ერთსქესიანი ქორწინება დაშვებული იქნება.
პოლიტიკური ლიდერები და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ, თუმცა, კათოლიკურმა და შოტლანდიის პროტესტანტულმა ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება სასტიკად გააკრიტიკა.